"მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ზვავები, ნისლი და ქარბუქი"

2023-12-09 14:24:08

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 დეკემბრის საღამოდან 10 დეკემბრის საღამომდე საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი.

უწყების თქმით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.