ქვემო ქართლში მიწისძვრა მოხდა

2023-12-06 00:44:25

ქვემო ქართლში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი სალამალეიქი იყო.

მიწისძვრის სიმძლავრე 4 მაგნიტუდა იყო.