2023-11-21 14:16:18
ლაგოდეხში კაცს ხე დაეცა და დაიღუპა. შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ტყეში იმყოფებოდა, მოჭრილი ხე წაიქცა და ქვეშ მოიყოლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი შეშის დამზადებას ცდილობდა.