ჩინეთში ხანძრის შედეგად 25 ადამიანი გარდაიცვალა

2023-11-16 11:14:56

ჩინეთში ხანძრის შედეგად 25 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ხუთშაბათს, დაახლოებით დილის 6:50 საათზე შანსის პროვინციაში, ოთხსართულიან საოფისე შენობაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 25 ადამიანი დაიღუპა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილიდან 63 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათგან 51 კი ლიულიანგის რაიონის სახალხო საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მედიის ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, ხანძრის გამომწვევი მიზეზი კი უცნობია და გამოძიება მიმდინარეობს.