ბუ­და­პეშ­ტში 32 წლის ქარ­თვე­ლი ­კა­ცი და­ა­კა­ვეს

2023-11-07 13:58:47

ბუ­და­პეშ­ტში 26 წლის თურ­ქი და 32 წლის ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს. მათ უნგრეთის დე­და­ქა­ლაქ­ში ათო­ბით არალეგალი მიგ­რან­ტის უკა­ნო­ნო გადაყვანაში ედე­ბათ ბრა­ლი.

სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა თქმით, ქარ­თვე­ლი და თურ­ქი მა­მა­კა­ცი ადა­მი­ა­ნე­ბით კონტრაბანდაში იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი და ბუდაპეშტიდან გერ­მა­ნი­ა­ში 65 მიგ­რან­ტის გა­დაყ­ვა­ნას ცდი­ლობ­დნენ.

მიგ­რან­ტე­ბი უნ­გრეთ­ში ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში ჩა­ვიდ­ნენ. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლებ­მა თურ­ქე­თი­დან და ავ­ღა­ნე­თი­დან ჩამოყვანილი 65 არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რან­ტი ბუ­და­პეშ­ტის ორ ბი­ნა­ში შე­ა­სახ­ლეს.

მიგ­რან­ტე­ბის თქმით, მათ საკ­ვე­ბით თურ­ქი მა­მა­კა­ცი ამა­რა­გებ­დათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 26 წლის მა­მა­კაც­მა მათ ტე­ლე­ფო­ნე­ბი წა­არ­თვა, ქარ­თველ­მა კი ისი­ნი ბი­ნა­ში გა­მო­კე­ტა.

9 ოქ­ტომ­ბერს პო­ლი­ცი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ი­დის შემ­დეგ, ორი­ვე ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა გაქ­ცე­ვა სცა­და, თუმ­ცა ისი­ნი სამართალდამცველებმა მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს.