იცოდი? - როდის და სად გაიხსნა რუსთავში პირველი სავაჭრო ცენტრი

2023-10-27 19:28:29

იცოდი? - როდის და სად გაიხსნა რუსთავში პირველი სავაჭრო ცენტრი

70-80-იან წლებში ახალი რუსთავის ტერიტორიაზე სხვადასხვა უბნების აქტიური მშენებლობა მიმდინარეობდა. სწორედ 80-იანების დასაწყისში, მე-20 და 21-ე მიკრორაიონების განაშენიანების გამო, ქალაქში პირველი დიდი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დაიწყო.

სავაჭრო ცენტრი მთელს რეგიონში პირველი იყო და და ის ოფიციალურად 1987 წელს გაიხსნა.

სამ სართულიან დიდ შენობაში თავს იყრიდა ყველაფერი. პირველ სართულზე იყო სანაყინე და საკონდიტრო, ზოგიერთი რუსთაველი იხსენებს, რომ აქ ყველაზე გემრიელი ნაყინი და ტკბილეული იყიდებოდა.


მეორე სართულზე სასურსათო პროდუქტი იყიდებოდა, ხოლო მესამეზე სხვადასხვა სახის პროდუქცია, მათ შორის ტანსაცმელი, ველოსიპედები, ჭურჭელი და სხვა.

90-იანების დასაწყისში, სავაჭრო ცენტრი გაიძარცვა. რაღაც პერიოდი აქ კაფე-ბარი "ედელვაისი" იყო, რომელიც ძირითადად მხედრიონელების თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა.

90-იანებში სავაჭრო ცენტრმა თავისი ფუნქცია დაკარგა, მას შემდეგ ამ შენობის სხვადასხვა ნაწილში ხან რა იხსნებოდა ხან რა.

ახლა სავაჭრო ცენტრის შენობაში ავეჯის საამქროცაა, სამკერვალოც, ცეკვის სტუდიაც, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაც, ღამის კლუბიც და სხვა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები