"გადახდა გვაქვს დაახლოებით ფიზიკური პირების 17-18%"

2023-10-26 16:17:02

რუსთავში მოსახლეობის დიდი ნაწილი დასუფთავების გადასახადს არ იხდის.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა ბაჩო ხაჩიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ქალაქში რეგისტრირებული 46 000 აბონენტიდან გადასახადს, რომელიც ერთ სულზე 80 თეთრია, მხოლოდ 17-18% იხდის.

მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი რუსთაველებს მოუწოდებს, რომ გადაიხადონ დასუფთავების გადასახადი.

"დასუფთავების გადასახადებთან დაკავშირებით გვაქვს სერიოზული პრობლემა ამოღების კუთხით. მინდა, მოვუწოდო მოქალაქეებს, დღეს რომ გაივლით ქუჩებში არ არის დაბინძურებული. არის საუბარი ერთ სულზე 80 თეთრზე, რაც არის მიზეზი თბილისთან შედარებით, სადაც 2,5 ლარია გადასახადი.

სერვისი, რასაც რუსთავსერვისცენტი ახორციელებს, არის ბევრად მეტი, ვიდრე გადასახადი. თხოვნა და მოწოდება იქნება, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ, გადაიხადონ, თუ ვინმეს დავალიანება აქვს, ეგეც არაა პრობლემა, შეგვიძლია გადანაწილება გავაკეთოთ, მათზე მორგებული გრაფიკით.

მითუმეტეს ოთხ სულზე მეტი არ იბეგრება, თუ სადმე ვინმეს იმაზე მეტი ერიცხება, ვიდრე ჩაწერილია, შეუძლია განაახლონ სულადობის ცნობა, წარადგინონ  მეგობრობის 20ბ-ში და დავუკორექტირებთ.

46 000 ოჯახია რეგისტრირებული, პლუს რეგისტრირდება ახალ აშენებულ კორპუსებში შესახლებული მოსახლეობა, აქედან გადახდა გვაქვს დაახლოებით ფიზიკური პირების 17-18%",- განგვიცხადა ბაჩო ხაჩიძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები