 
         2023-10-21 11:27:45
2023-10-21 11:27:45 
    
		
		
			იცოდი? - ვინ იყვნენ რუსთავის პირველი პირები 1946 წლიდან
რუსთავში საბჭოთა კავშირის პერიოდში ორი მთავარი თანამდებობა იყო, ერთი საქალაქო კომიტეტის I მდივანი, მეორე საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე.
რუსთავს  1946 წლიდან 1991 წლამდე, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 14 საქალაქო  კომიტეტის I მდივანი ყავდა. მათი უმეტესობა აღნიშნულ თანამდებობას 1-2 წელი  იკავებდა.
ყველაზე დიდხანს, 8 წელი, საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე რენარ გიორგაძე იყო.
1. კაპიტონ ქირია - 1946-1948

2. გიორგი ზედგინიძე - 1948-1951

3. გიორგი გეგეშიძე - 1951-1952

4. ვასილ ჩალაძე - 1952-1957

5. პავლე გილაშვილი - 1957-1958

6. შოთა თითბერიძე - 1958-1963

7. თენგიზ მენთეშაშვილი - 1963-1966

8. ლუდვიგ ხარბედია - 1966-1971

9. ზურაბ ჩხეიძე - 1971-1972

10. ვლადიმერ კობახიძე - 1972-1975

11. რენარ გიორგაძე - 1975-1983

12. ლევან დათიაშვილი - 1883-1985

13. ჟიული შარტავა - 1985-1987

14. თეიმურაზ ხაზარაძე - 1987-1991

მას შემდეგ, რაც რუსთავი გარდაბანს გამოეყო და ქალაქის სტატუსი მიენიჭა, 1948 წელს, ქალაქმა აღმასკომის 9 თავმჯდომარე გამოიცვალა.
საბჭოთა  კავშირის პერიოდში მთავარ თანამდებობებზე მხოლოდ ერთადერთი ქალი რუსუდან  ჯაფარიძე იყო, რომელიც 1967-1971 წლებში აღმასკომის თავმჯდომარე იყო.
1. ა. მუსერიძე - 1948-1953

2. ა. რაზმაძე - 1953-1957

3. ივანე ვიშნიაკოვი - 1957-1963

4. ნუგზარ ებრალიძე -1963-1967

5. რუსუდან ჯაფარიძე - 1967-1971

6. ოთარ წვერავა - 1971-1974

7. ალექსანდრე უბირია - 1974-1981

8. კონსტანტინე ბაქრაძე - 1981-1987

9. თეიმურაზ დალაქიშვილი - 1987-1990

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქალაქს ჯერ პრეფექტი, შემდეგ კი გამგებელი ჰყავდა.
პრეფექტი - 1991-1992 წლებში თეიმურაზ ჯანელიძე იყო.

გამგებელი - 1992-1993 წლებში სოსო არეშიძე.
სოსო არეშიძევე იყო ქალაქის პირველი მერიც.
1. სოსო არეშიძე - 1993-1995

2. მერაბ ტყეშელაშვილი 2-ჯერ, პირველად 1995-1999 წლებში, მეორედ 2002-2005 წლებში

3. ლაშა მინდელიც ორჯერ იყო რუსთავის მერი, პირველად 1999-2001 წლებში, მეორედ 2012-2013 წლებში.

4. დავით ნადაშვილი - 2005-2008

5. მამუკა ჩიქოვანი - 2008-2011

6. ზაქარია დარჩიაშვილი - 2011-2012

7. დავით ჯიქია - 2013-2017

8. ირაკლი ტაბაღუა - 2017-2021

9. ნინო ლაცაბიძე - 2021- დღემდე

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რუსთავს 1 საკრებულოს მდივანი, 8 საკრებულოს თავმჯდომარე და 1 თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავდა.
პირველად საკრებულოს მდივანი, ლერი ჩხეიძე, 1991 წლის 31 მარტს აირჩიეს. ამ თანამდებობაზე ლერი ჩხეიძე, საკრებულოს პირველი თავმჯდომარის არჩევამდე იყო.
1. ლერი ჩხეიძე - 1991-1998

პირველი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლო მენთეშაშვილი იყო.
1. ნიკოლოზ მენთეშაშვილი - 1998-2002

2. ლაშა მინდელი - 2002-2004

3. მამუკა ჩიქოვანი - 2004-2008

4. კახა გურგენიძე - 2008-2014

5. დავით მაღლაკელიძე - 2014-2017

6. ლევან ონიანი - 2017-2021 წლის აგვისტომდე

7. ნინო ქავთარაძე, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი 2021 წლის აგვისტოდან ამავე წლის არჩევნებამდე

8. ნოდარ შეროზია - 2022 წლის იანვრიდან დღემდე

