ისრაელი-ჰამასისი ომი

2023-10-12 12:13:29

მექვსე დღეა რაც ისრაელსა და ჰამას შორის ომი მიმდინარეობს.

ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორის ყოველდღიური დაბომბვების შედეგად პალესტინის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით 1,203 ადამიანი დაიღუპა, 5,763 კი დაშავდა.

ჰამასის მოულოდნელი თავდასხმების შედეგად კი ისრაელში გარდაცვლილთა რიცხვი 1300-მდეა, დაშავებულია რამდენიმე ათასი.

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, იქამდე სანამ, ღაზიდან ტყვეების გათავისუფლება არ მოხდება, ისნი არც ელექტრო ენერგიის, არც წყლისა და საწვავის მიწოდებას არ აპირებენ.

ისრაელს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია. ბლინკენი გეგმავს პალესტინის პრეზიდენტთან შეხვედრასაც.

წითელი ჯვრის განცხადებით, ღაზის სექტორში გარდაცვლილთ დიდი რაოდენობის გამო, რისკია საავადმყოფოები მორგებად გადაიქცეს.