ავღანეთში კიდევ ერთი ძლიერი, 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

2023-10-11 12:20:18

ავღანეთში, ქალაქ ჰერატის ჩრდილოეთით, 28 კილომეტრში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 05:10 საათზე მოხდა.

როგორც BBC  ჯანდაცვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, მიწისძვრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა, სავარაუდოდ, მიწისძვრას მსხვერპლი მოყვა.

შეგახსენებთ, ავღანეთში, ქალაქ ჰერატიდან დაახლოებით 40 კილომეტრში 8 ოქტომბერს მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე, 2 400 ადამიანი ემსხვერპლა, 2 000-ზე მეტი კი დაშავდა.