ბოლო ცნობები ისრაელიდან და პალესტინიდან [video]

2023-10-11 11:53:09

ღაზის სექტორის მიმდებარედ არსებულ დასახლება კფარ აზაში სამხედროებმა ჰამასის მიერ სახლებში ჩახოცილი და დამწვარი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს. [ვიდეო/video]

როგორც საერთასორისო მედია CNN წერს, ჰამასისგან გათავისუფლებულ ქალაქში ისრაელის სამხედროებმა საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები შეიყვანეს, რათა ადგილზე არსებული ვითარება ენახებინათ.

მოკლულები არიან ბავშვები, რომელთა ნაწილსაც თავი აქვთ მოკვთილი, ქალები და ასაკოვანი ადამიანები.

ბოლო ცნობებით, ჰამასის მოულოდნელი თავდასხმის დროს 1200-მდე ადამიანი დაიღუპა, რაც შეეხება ღასი სექტორს, რომელიც ისრაელმა თავდასხმის საპასუხოდ დაბომბა და კვლავაც მიმდინარეობს სამხედრო შეტევები, დაღუპულია 900-მდე პალესტინელი, რომელთა შორისაც 260 ბავშვია, 230 ქალი.
პალესტინის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დაშავებულთა რიცხვი 4500-მდეა გაზრდილი.

სხვადასხვა საერთასორისო მედია კფარ აზაში ჰამასის დაჯგუფების მიერ ჩადეინილი დანაშაულებების ამსახველ ვიდეო თუ ფოტო მასალას აქვეყნებს.

7 ოქტომბერს ნეგევის უდაბნოში, ებრაული დღესასწაულის, სუკოტის, აღსანიშნავად, მუსიკალური ფესტივალი იმართებოდა. მას ათასობით ადამიანი ესწრებოდა. გამთენიისას, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, განგაშის სიგნალი გაისმა, რასაც ძალიან სწრაფად სარაკეტო თავდასხმა მოჰყვა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ "ჰამასის" შეიარაღებულმა პირებმა ფესტივალის მონაწილეები მძევლად აიყვანეს. ასევე, ისინი ესროდნენ გაქცეულ მოქალაქეებს.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები