პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

2023-10-09 11:32:59

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა მაღაზიის გამყიდველს თანხა დანის მუქარით გამოსძალა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ახალგაზრდამ გამყიდველს სახეზე დაუდგენელი ნივთიერებაც შეასხა, მას შემდეგ კი, რაც სალაროდან თანხა ამოიღო, ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევა მიმდინარე წლის მარტში მოხდა და დამნაშავეს ამ დრომდე ეძებდნენ.

ყაჩაღობაში ბრალდებული 22 წლის ახალგაზრდაა. მას 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.