რუსთავქალაქობა 2023 დასრულდა [photo]

2023-10-08 23:02:49

"რუსთავქალაქობა 2023" დასრულდა. 

კონცერტი თავისუფლების მოედანზე ანსამბლ "ქართული ხმების" გამოსვლით დაიხურა.

საზეიმო ღონისძიება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრმა გახსნა, რომელსაც ნიკა ნიკვაშვილი ხელმძღვანელობდა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ნატო მეტონიძემ, ნუკრი კაპანაძემ, ზვიად ბოლქვაძემნატალია ქუთათელაძემნეკა სებისკვერაძემგიორგი სუხიტაშვილმა და მიხეილ ჯავახიშვილმა. 

რუსთავქალაქობა ტრადიციულად ყოველი წლის შემოდგომაზე, უკვე 25-ე წელია აღინიშნება. ბოლო 2 წელია, მას მუნიციპალიტეტი განსხვავებული ფორმატის მუსიკალური საღამოებით აღნიშნავს.