ისრაელში "ჰამასის" თავდასცმისას 22 ადამიანი დაიღუპა

2023-10-07 14:47:59

"ჰამასის" თავდასხმის შედეგად ისრაელის, სულ მცირე, 500-მდე მოქალაქე დაიჭრა და 22 დაიღუპა.

ინფორმაციას The times of Israel ავრცელებს.

მათივე ცნობით , ეს მონაცემები დიდი ალბათობით გაიზრდება.

ცნობისთვის, დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალები "ჰამასის" წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს