თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

2023-10-05 11:40:52

ორეგონის შტატ ქალაქ ნიუბერგში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა პატარა თვითმფრინავი სახლის სახურავს დაეჯახა. თვითმფრინავი ჰილსბოროს ავია აკადემიას ეკუთვნოდა და მას დამწყები პილოტი, 22 წლის იტალიელი მიქელე კავალოტი მართავდა.

როგორც ირკვევა, თვითმფრინავმა სიმაღლე დაკარგა და სპირალისებურად ჩამოვარდა.

მაშველების თქმით, თვითმფრინავის ნაწილი სახლის შიგნით, ხოლო დანარჩენი ეზოში იპოვეს.