მექსიკაში ეკლესიის სახურავის ჩამონგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა

2023-10-02 14:50:06

მექსიკაში, ტამაულიპასის შტატში ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა.

ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 30-მდე ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი და მათ ამოსაყვანად სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნანგრევებში მოყოლილებს შორის ბავშვებიც არიან.