ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

2023-08-21 11:32:02

თურქეთის პროვინცია იოზგატში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, იოზგატის პროვინციის სორგუნის რაიონში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ 19 ადამიანი. დაშავებულები სორგუნის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ილმაზ ტუნჩის განცხადებით, ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაწყებულია.