რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 1 097-ზე მეტი ბავშვი დაშავდა

2023-08-13 12:23:22

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 13 აგვისტოს დილის მდგომარეობით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 500 ბავშვი დაიღუპა.

ამასთან, უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 1 097-ზე მეტი ბავშვი დაშავდა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი, 485, დონეცკის ოლქში დაიღუპა და დაშავდა, ხარკოვის ოლქში - 298, კიევის ოლქში - 129, ხერსონის ოლქში - 118, ზაპოროჟიეში - 99, მიკოლაივის ოლქში - 97, დნეპროპეტროვსკის ოლქში - 94, ჩერნიგოვში - 71, ლუგანსკში - 67.

ამასთან, პროკურატურაში განმარტავენ, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის და შესაძლოა შეიცვალოს რუსეთის მიერ მიტაცებული უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისა და იქ არსებული სიტუაციის შესწავლის შემდეგ.