პოლნეთში 41 წლის ქართველი დააკავეს

2023-07-29 11:23:37

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში პოლიციამ 41 წლის ქართველი დააკავა, რომელიც მაღაზიიდან კოსმეტიკას იპარავდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

41 წლის ქართველი მოკოტოვის რაიონში დააკავეს.

ის ცდილობდა ისეთი კოსმეტიკის მოპარვას, რომლის ფასიც დაახლოებით 1000 აშშ დოლარს შეადგენდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი საიუველირო მაღაზიებიდან ძვირფასეულობის ქურდობისთვის იძებნებოდა.

დაკავებულს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.