პოლონეთში ქართველი დააკავეს

2023-07-24 15:04:07

პოლონეთში პოლიციამ 2 პირის დაჭრისთვის 25 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა.

პოლონური მედიის ინფორმაციით, დაკავებულმა დანით დაჭრა პოლონელი, შემდეგ კი კიდევ ერთი პირი, რომელსაც მეგობრის დახმარება სურდა.

დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მაინც დააკავეს.

პოლონეთის სასამართლომ დაკავებულს 3-თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას 3 წლით პატიმრობა ემუქრება.