ამერიკა მექსიკის საზღვარზე 11 ადამიანი დაიღუპა

2023-07-23 11:49:02

მექსიკაში მამაკაცმა ბარში ხანძარი განგებ გააჩინა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა.

მედიის ინფორმაციით, შემთხვევა სან ლუის რიო კოლორადოში მოხდა, რომელიც შეერთებულ შტატებს ესაზღვრება. ბარი საზღვრიდან მხოლოდ ერთი ქუჩის მოშორებით მდებარეობს. სან ლუის რიო კოლორადოს მერმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ნასვამმა ახალგაზრდამ ბარს მოლოტოვის კოქტეილი მას შემდეგ ესროლა, რაც ბარიდან გააძევეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ქალებს ავიწროვებდა.

სონორას შტატის გენერალური პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარს შვიდი მამაკაცი და ოთხი ქალი ემსხვერპლა, კიდევ ოთხი ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.