პოლონეთში 2 ქვემო ქართლელი მამაკაცი გარდაიცვალა

2023-07-18 17:50:55

პოლონეთში ქვემო ქართლი 2 მკვიდრი გარდაიცვალა.

ინფორმაციას 24news-ი ავრცელებს.

მათი ცნობით 22 წლისა და 45 წლის მამაკაცები ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ. 22 წლის ახალგაზრდა "BMW-ს" მარკის ავტომობილს მართავდა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

ორივე მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა.

საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაოდ იყვნენ წასულები.