პოლონეთში 4 ქართველი დააკავეს

2023-07-17 12:08:56

პოლონეთის ქალაქ ბიტომში არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებით 4 ქართველი დააკავეს. ამის შესახებ პოლონური მედია წერს.

მედიასაშუალების ცნობით, ხალხმა ბრალდებულებს წრე შემოარტყეს და მათი დასჯა მოითხოვეს.

სამართალდამცველებს შეხლა-შემოხლის ფონზე კაცების დასაკავებლად ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწიათ.

"ოთხმა ქართველმა კაცმა სექსუალურად შეავიწროვა 11-დან 13 წლამდე გოგონები, შეშფოთებული ხალხი ეჭვმიტანილებს თავს დაესხნენ. უსაფრთხოების ძალებმა კაცები აუზიდან გამოიყვანეს და პოლიცია გამოიძახეს. დაკავებული ქართველი კაცების ასაკი 18-დან 41 წლამდეა“,- წერს პოლონური მედია.