ერთწლიანი მოხალისეობრივი ვაკანსია გერმანიის ქალაქში

2023-07-10 15:14:04

ორგანიზაცია ამბრელა 12-თვიან მოხალისეობრივ ვაკანსიას ქალაქ ვიტენში, გერმანიაში აცხადებს.

მოხალისეობრივი საქმიანობა მოიცავს შშმ პირების მხარდაჭერას, აქტივობების დაორგანიზებასა და სხვა მრავალფეროვან აქტივობას.

პროექტი 2023 წლის 1 ნოემბერს დაიწყება და 2024 წლის 31 ოქტომბერს დასრულდება.

პროექტი ფინანსდება ორგანიზაციის მიერ და ფარავს: მგზავრობის, საცხოვრებლის, კვების, ჯიბის ფულის, დაზღვევისა და ვიზის ხარჯებს.

მონაწილეობისათვის მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მონაწილე უნდა იყოს: 18-30 წლის, ფლობდეს ინგლისურ ენას, ასევე გერმანული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პროექტის ფარგლებში, მონაწილე ისწავლის ადგილობრივ ენას, იმოგზაურებს გერმანიასა და ევროპაში, გაიუმჯობესებს კომპეტენციებს ახალგაზრდულ საქმიანობაში, მიიღებს YouthPass სერტიფიკატს და საჭიროების შემთხვევაში, სარეკომენდაციო წერილს ამბრელასგან.

მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში, განაცხადის შესატანად საჭიროა გააგზავნოთ Europass CV და სარეკომენდაციო წერილი ინგლისურ ენაზე, მეილზე:    konte.umbrella@gmail.com

განცხადების შეტანის ბოლო ვადა 15 ივლისია.

რესურსები, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ:

როგორ შევქმნათ Europass CV
სამოტივაციო წერილი
გასაუბრების გზამკვლევი

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ მითითებული ბმული.