გრძელვადიანი მოხალისეობრივი ვაკანსიები საფრანგეთში

2023-07-06 19:19:18

ამბრელა მოხალისეობრივ ვაკანსიებს საფრანგეთის ქალაქ კლერმონტ-ფერანდში აცხადებს. რამდენიმე ვაკანსიიდან შესაძლებელია თქვენთვის სასურველის არჩევა.

პირველი, 12-თვიანი ვაკანიის საქმიანობა მოიცავს სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლასა და ქართული კულტურის წარმოჩენას.

მეორე, ასევე 12-თვიანი ვაკანსიის საქმიანობა შეეხება ახალგაზრდების დახმარებას განვითარებასა პერსონალურ წინსვლაში.

მესამე, 10-თვიანი ვაკანსიის საქმიანობა არაფორმალური განათლებისა და გამოცდილების გაზიარებასა და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვას მოიცავს.

და ბოლო, ასევე 10-თვიანი ვაკანიის საქმიანობაში სწავლება და პრეზენტაციების წარდგენა, დისკუსიებისა და სპორტული აქტივობების დაგეგმვა შედის.

პროექტი დაფინანსებულია ორგანიზაციის მიერ და ფარავს მგზავრობის, საცხოვრებლის, კვების, ჯიბის ფულის, დაზღვევისა და ვიზის ხარჯებს.

მონაწილეობისათვის მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მინაწილე უნდა იყოს 18-30 წლის, ფლობდეს ინგლისურ ენას, ასევე სასურველია ფრანგული ენის ცოდნა.

მონაწილე ისწავლის ფრანგულ ენას, იმოგზაურებს საფრანგეთში, გაიუმჯობესებს კომპეტენციებს ახალგაზრდულ საქმიანობაში, მიიღებს YouthPass სერთიფიკატსა და საჭიროების შეთხვევაში, სარეკომენდაციო წერილს ამბრელასგან.

განაცხადის შესატანად, საჭიროა შეავსოთ ინფორმაცია მითითებულ ბმულზე.

განაცხადის შეტანის საბოლოო ვადა - 10 ივლისი.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს.