ვაკანსია ახალგაზრდებისთვის საბერძნეთის ზღვისპირა ქალაქში

2023-07-03 16:53:12

ორგანიზაცია ამბრელა მოხალისეობრივ ვაკანსიას ამჯერად საბერძნეთის ზღვისპირა ქალაქ იანინაში აცხადებს.

პროექტის ხანგრძლივობაა 6 თვე, რაც შეიძლება მალე დაიწყება და 2024 წლის მარტში დასრულდება.

მოხალისეობრივი საქმიანობა მოიცავს ახალგაზრდების მხარდაჭერას, აქტივობების ორგანიზებასა და სხვა მრავალფეროვან აქტივობებს.

ორგანიზაციის მიერ ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, კვების, ჯიბის ფულის, დაზღვევისა და ვიზის ხარჯები.

მონაწილეობისათვის მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მონაწილე უნდა იყოს 20-30 წლის, ფლობდეს ინგლისურ ენას. ასევე, არაფორმალურ განათლებაში გამოცდილება პრიორიტეტად ჩაითვლება.

პროექტის საშუალებით, მონაწილე ისწავლის ადგილობრივ ენას, იმოგზაურებს საბერძნეთსა და ევროპაში, გაიუმჯობესებს კომპეტენციებს ახალგაზრდულ სფეროში, მიიღებს YouthPass სერტიფიკატს და საჭიროების შემთხვევაში სარეკომენდაციო წერია ამბრელასგან.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა გააგზავნოთ Europass CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე, მეილზე: konte.umbrella@gmail.com

განაცხადის შეტანის საბოლოო ვადა - 7 ივლისი.

რესურსები, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ:

როგორ შევქმნათ Europass CV

სამოტივაციო წერილი

გასაუბრების გზამკვლევი

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს.