რუსთავი-ლილოს გზაზე ტრაილერს მისაბმელი მოძვრა

2023-06-17 14:01:13

რუსთავი-ლილოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევაა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილს მისაბმელი მოძვრა და გზა ჩაიხერგა.

შემთხვევის გამო ტერიტორიაზე საავტომობილო საცობია წარმოქმნილი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ეკიპაჟები.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები