რუსთავის ავტობანთან ავტომობილი დაიწვა [video]

2023-06-13 00:00:46

რუსთავის ავტობანთან ავტომობილი დაიწვა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ლენდ როვერის" მარკის ავტომობილის მძღოლს ავტომობილი ტექინსპექტირების გასავლელად ჰყავდა მიყვანილი.

სანამ ავტომობილს ტექინსპექტირებაზე გაატარებდნენ, მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები