გდდ-ის რუსთაველი თანამშრომელი დაჯილდოვდა

2023-06-01 14:09:49

პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უწყების კიდევ ერთი რუსთაველი თანამშრომელი, იაგო ახალკაცი დააჯილდოვა.

"სამინისტროს II ხარისხის მედლით - "განსაკუთრებული დამსახურებისთვის" დაჯილდოვდა  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს უფროსი, პოლიციის მაიორი - იაგო ახალკაცი", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.