რუსეთში კოვიდის ახალი შტამის შემთხვევები დაფიქსირდა

2023-04-20 13:10:54

უცხოური მედიის ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსის ახალი შტამის, Arcturus-ის შემთხვევები დაფიქსირდა, რასაც ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაც ადასტურებს.

ცნობისთვის, Arcturus-ი ომიკრონის ახალი ქვევარიანტია. ვირუსის ეს სახეობა მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის აშშ-ში, ყველაზე სწრაფად კი ინდოეთში ვრცელდება, სადაც მხოლოდ ორშაბათს 60 313 აქტიური შემთხვევა დაფიქსირდა.