თბილისში, მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ნავთლუღის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით, მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესედა, აღნიშნული სამუშაოების გამო ხომ არ შეიცვლება რუსთავი-ისნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსების განრიგს.
კითხვით რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს მივმართეთ.
როგორც საწარმოში განაცხადეს, ამ ეტაპზე მათთან არანაირი წერილი არ შესულა და სამუშაოების გამო რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტობუსებს რაიმე შეფერხება არ ექნებათ.