რუსთავის მოლის პარკინგზე უფასო გაჩერების დრო შემცირდა

2023-03-21 20:27:49

რუსთავის მოლთან ავტომობილის უფასო გაჩერების დრო შემცირდა.

ქალაქის სავაჭრო ცენტრთან მანქანის დაპარკინგებას უფასოდ ახლა 1 საათის ნაცვლად, 30 წუთის განმავლობაში შეძლებთ.

30 წუთის შემდეგ კი, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, გაჩერების საფასურის - 1 ლარის გადახდა მოგიწევთ.