TikTok-ი 18 წლამდე პირებისთვის აპლიკაციით სარგებლობას შეზღუდავს

2023-03-01 17:22:35
ახალგაზრდა მომხმარებლებზე პლატფორმის პოტენციურად მავნე ზემოქმედების შესახებ არსებული შეშფოთების საპასუხოდ, TikTok-ი 18 წლამდე პირებისთვის აპლიკაციით სარგებლობას შეზღუდავს.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მომხმარებელს საათში ერთხელ აპლიკაცია გაეთიშებათ და ვიდეოების საყურებლად სპეციალური პაროლის შეყვანა იქნება საჭირო. აპლიკაციის დღეში 100 წუთზე მეტი ხნით გამოყენების შემთხვევაში კი, მომხმარებლებს დღიური ლიმიტის დაყენება მოუწევთ.
პლატფორმის 13 წლამდე მომხმარებლებს, 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში აპლიკაციის გამოყენების უფლება მხოლოდ მშობლების, ან მეურვეების თანხმობით ექნებათ.
ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.