პატარძალი ავარიაში მოყვა (ვიდეო)
2017-10-26 17:21:19

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე დაახლოებით 16 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით ქორწილში მიმავალი ავტომობილების კოლონა რუსთავიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა. მანქანას რომელშიც ნეფე-დედოფალი იმყოფებოდა მოულოდნელად სხვა მანქანამ გადაუჭრა გზა. მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბენზინგასამართი სადგურის სარეკლამო აბრას დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ნახეთ ვიდეო.