ბულგარეთში, სატვირთოში 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს

2023-02-18 13:36:04

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას მახლობლად, სატვირთო ავტომანქანაში 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები არალეგალი მიგრანტები არიან. ისინი სატვირთო ავტომობილში შეშის ქვეშ იმალებოდნენ.

უცხოური მედიის ცნობით, 14 ადამიანი ცოცხალი იპოვეს, თუმცა 8 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

სატვირთოს მძღოლმა გაქცევა მოახერხა. მიმდინარეობს ძებნა და საგამოძიებო მოქმედებები.