მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში საქართველოს მოქალაქეა მოყოლილი

2023-02-07 21:55:36

თურქეთში მიწისძვრის შემდეგ, ნანგრევებში საქართველოს მოქალაქეა მოყოლილი.

თურქეთში, გაზიანთეფში მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში საქართველოს მოქალაქეა მოყოლილი. ოჯახი დახმარებას ითხოვს.

მათი ინფორმაციით, ციცო პაკელიანს ოჯახთან კონტაქტი მიწისძვრის შემდეგ არ ჰქონია.

ოჯახის ინფორმაციით, ქალის სავარაუდო მისამართია: Atatürk mahallesi.Naci Topçuoğlu caddesi. Pamukkale sitesi a blok.

ოჯახმა თურქეთში საქართველოს საელჩოს დახმარების თხოვნით უკვე მიმართა.


როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგარეო საქეთა სამინისტროში განუცხადეს, მათთან შევიდა შეტყობინება, რომ ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, მოყოლილია საქართველოს მოქალაქე. მათი თქმით, მონაცეები უკვე მიაწოდეს თურქეთის შესაბამის სამსახურებს.

"თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ რომ სტიქიის ზონაში, ქ. გაზიანთებში, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში შესაძლოა მოყოლილი იყოს  საქართველოს მოქალაქე.

საელჩომ აღნიშნული ინფორმაცია და მოქალაქის მონაცემები დაუყოვნებლივ მიაწოდა თურქეთის შესაბამის უწყებებს.

თურქეთის მხარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ადგილზე მიმდინარეობს  გაწმენდითი სამუშაოები, რასაც ართულებს დანგრეული შენობის დიდი მოცულობა.

საელჩო მუდმივ რეჟიმში ხაზზეა თურქეთის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან, საქართველოს მოქალაქის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით",- განგვიცხადეს უწყებაში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები