ნანგრევებში ბავშვი დაიბადა [video]

2023-02-07 11:47:39

სირიის ქალაქ ალეპოში ქალმა შენობის ნანგრევების ქვეშ იმშობიარა.

ადგილობრივებმა და მაშველებმა ნანგრევებიდან ჩვილი გამოიყვანეს, დედის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა, ის მშობიარობისთანავე გარდაიცვალა. ამის შესახებ ტელეგრამის არხი Mash იტყობინება.

ქსელში მოხვედრილ კადრებში ჩანს, მაშველებს ბავშვი ნანგრევებიდან როგორ ამოჰყავთ. ახალშობილს სხეულზე ხილული დაზიანებები არ აღენიშნება. მისი მდგომარეობის შესახებ დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.