იპოვეს თუ არა მიწისძვრის დროს დაკარგული საქართველოს მოქალაქეები

2023-02-07 11:07:45

თურქეთში მიწისძვრის შემდეგ დაკარგულ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ. ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნშნა, ათეულობით საქართველოს მოქალაქე უკვე ნაპოვნია.

გიორგი ჯანჯღავა მოუწოდებს ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, შეძლებისდაგვარად კონტაქტზე იყვნენ საელჩოსთან და ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ.

"თითქმის ყველა ვიპოვეთ, თითქმის იმიტომ ვიძახით, რომ დღეს დილით შემოგვივიდა ზარი და ერთ მოქალაქეს ვეძებთ, მხოლოდ ეს არის. სადღაც რამდენიმე ათეული მოქალაქე ნაპოვნია. შედარებით მცირე ბიძგებია, გადაკეტილია იქაურობა, ჯერჯერობით ჩვენები ვერ გამოდიან, თუ ინდივიდუალურად რამე არ მოხერხდა. ამ ეტაპზე იქ შეღწევა პრაქტიკულად გამორიცხულია", - თქვა ელჩმა.