ლარი მცირედით გამყარდა

2023-01-09 18:23:27

ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6990 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7072 ლარი იყო.

რუსთავის სავალუტო ჯიხურებში კი 1 ამერიკულ დოლარს 2,71 ლარად შეიძენთ, ხოლო 1 ამერიკულ დოლარს 2,69 ლარად გაყიდით.