ამერიკაში ახალგაზრდა ქართველი კაცი 6 გასროლით მოკლეს

2023-01-07 11:41:54

ამერიკაში, ნიუ-იორკში საქართველოს 42 წლის მოქალაქე მოკლეს.

ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა და ქართველი მეგობარი ქალის ყოფილმა ქმარმა მოკლა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავე დმიტრი ლაპკომ საქართველოს მოქალაქეს, სავარაუდოდ, ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან 6-ჯერ ესროლა, შემდეგ კი ცივი იარაღი ჩაარტყა.

მკვლელობა ქუჩაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მომ­ხდარს წინ კონ­ფლიქ­ტი უძღო­და.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ლევან გალ­და­ვა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. პოლიციის განაცხადებით, დმიტრი ლაპკოს დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.