ხანძარი ბათუმში, მრავალსართულიან კორპუსში

2022-12-19 00:56:18

ბათუმში, ე.წ. „ვოქსის“ შენობაში ხანძარია.

ცეცხლი მრავალსართულიანი კორპუსის თავზე მდებარე რესტორანში გაჩნდა.

ხანძრის გამო შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.

ფოტო: ბათუმელები