როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სახლში ბუნებრივი აირის სუნს იგრძნობთ

2022-12-07 19:15:47

"თუ გამათბობლის ჩართვის შემთხვევაში ბუნებრივი აირის სუნს იგრძნობთ, 16 114-ზე უნდა დარეკოთ", - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" "სოკარ ჯორჯია გაზის" რუსთავის ცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი ქოიავამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, მსგავს შემთხვევაში, კომპანიის ტექნიკური ჯგუფი მისამართზე მივა და პირადად შეამოწმებს, მუშაობს თუ არა გამათბობელი გამართულად.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეს ჯგუფის გამოძახება მოწყობილობის ჩართვამდე პრევენციული მიზნითაც შეუძლია, რათა მოსალოდნელი რისკებისგან თავი მაქსიმალურად დაიზღვიოს.