როდის აინთება რუსთავის ცენტრალური ნაძვის ხე

2022-12-06 18:52:26

რუსთავის მერიის წინ, ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქალაქის მერიაში განუცხადეს ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება.

მათივე თქმით, ამავე დღეს მოხდება ქალაქში საახალწლო განათებების ძირითადი ნაწილის ჩართვაც.

შეგახსენებთ, რომ ქალაქში საახალწლო სამზადისი ნოემბრის დასაწყისიდან მიმდინარეობს.

განათებების დამონტაჟება კოსტავას ქუჩიდან დაიწყო და მთავარი გამზირი სატესტო რეჟიმში უკვე განათდა. ეტაპობრივად, ილუმინაციებითა და სადღესასწაულო აქსესუარებით ირთვება ქალაქის სხვა ლოკაციებიც.

სამუშაოებს აიიპ "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები ახორციელებენ.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები