ძლიერი მიწისძვრა საბერძნეთში

2022-11-30 01:10:38

საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა იყო.

უცხოური მედიის ცნობით, ეპიცენტრი ათენთან ახლოს, კუნძულ ევიაზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 5.0 მაგნიტუდა შეადგინა.

არსებული ინფორმაციით, ბიძგებს ნგრევა არ მოჰყოლია.