კაცი, რომელმაც ყოფილი მეუღლე ცოცხლად დაწვა, გარდაიცვალა

2022-11-26 10:57:42

მამაკაცი, რომელმაც მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა.

ლეონიდე ზვიადაძე ქუთაისში დამწვრობის ცენტრში იყო მოთავსებული და მას 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა, კაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და წუხელ გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თერჯოლაში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ორი დღის წინ მოხდა. ლეონიდე ზვიადაძემ ყოფილ ცოლს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, შემთხვევის დროს კი დაზიანებები თავადაც მიიღო. შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109, 376-ე მუხლებით არის დაწყებული.