კურიერს ავტომობილი დაეჯახა

2022-11-20 20:00:47

თბილისში, სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, კურიერს ავტომობილი დაეჯახა.

როგორც საინფორაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული კლინიკა "ჰელსიკორში" გადაიყვანეს.

პირველადი დათვალიერებით, კურიერს ქვედა კიდურის დაზიანება აღენიშნებოდა.