“გაყრა” რუსთავის თეატრის სცენაზე [video]

2022-11-10 23:05:54

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში სპექტაკლი “გაყრა” გაიმართა.

სპექტაკლმა სრული ანშლაგის ფონზე ჩაიარა - გაყიდული ყველა ბილეთი და მაყურებლით სავსე დარბაზი.

“გაყრის” თანამედროვე ვერსიის რეჟისურა დავით დოიაშვილს ეკუთვნის. სპექტაკლი კომედიური ჟანრისაა და მასში მრავალადაა გამოყენებული ქართული ცეკვა და სიმღერა.

გიორგი ერისთავის პიესა “გაყრა" 1849 წელს დაიწერა, ხოლო მისი პირველი წარმოდგენა 1850 წლის 14 იანვარს გაიმართა თბილისის გიმნაზიის დარბაზში. სწორედ ეს დღე მიიჩნევა ქართული პროფესიული თეატრის დაარსების თარიღად.

ცნობისთვის, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრი კომედიის თეატრალური ფესტივალს მასპინძლობს.

1 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით რუსთავის თეატრს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან 15-მდე დასი ეწვევა.

დარჩენილი წარმოდგენების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

11 ნოემბერს - "ხვლიკისა" და ათონელის თეატრის სპექტაკლს "ღმერთები";

ასევე 11 ნოემბერს - ქალაქის თეატრის სპექტაკლს "მარკეტი";

12 ნოემბერს - თბილისის თოჯინების თეატრის სპექტაკლს "ჟირაფი ჟოზე";

ასევე 12 ნოემბერს - რუსთავის თეატრის სპექტაკლს "კუკარაჩა".



ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები