საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა

2022-11-10 13:47:11

თბილისში, დიდუბეში გუშინ გვიან ღამემდე სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.

არსებული ინფორმაციით, გორის ქუჩაზე 2 მამაკაცი დააკავეს. ამოღებულია ნივთმტკიცებაც.

ადგილობრივების თქმით, სახლი, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, გაქირავებულია.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.