ბათუმში ერთ-ერთ რესტორანთან სროლა იყო

2022-10-19 11:37:54

ბათუმის ბულვარში, რესტორანთან შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანების თქმით, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა რამდენჯერმე გაიგონეს.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, 1 დაშავებული BAU-ს კლინიკაში გადაიყვანეს, 2-"მედცენტრში". ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მას დაზიანებები თავში აქვს მიყენებული.

შემთხვევა სასტუმრო "მერიდიანის" წინ მდებარე რესტორანთან, "გრილირესტორანთან" მოხდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.