უმცროსი ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონები არიან

2022-10-09 19:02:47

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია.

უმცროსი ბორჯღალოსნები ფინალურ თამაშში პორტუგალიას შეხვდნენ.

შეხვედრა რუსთავის ხარების სტრადიონზე გაიმართა.

ქართველმა მორაგბეებმა მეტოქე ანგარიშით 34-ით 10 დაამარცხეს და ტურნირის გამარჯვებულები ზედიზედ მეხუთედ გახდნენ.